ეკონომიკა

2020 წლის IV კვარტალში უცხოური ინვესტიციების მოცულობა 128%-ით შემცირდა

საიმონ დოუსონი / Bloomberg

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს $616.9 მლნ შეადგინა, რაც 52.9%-ით ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე.

მსგავსი დაბალი შედეგი ამ სექტორში საქართველოს ბოლოს 2005 წელს ჰქონდა, მაშინ უცხოური ინვესტიციების მოცულობამ $452.8 მლნ შეადგინა.

შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად საქსტატი რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში გადასვლას ასახელებს, რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 340.5 მლნ. აშშ დოლარით შეამცირა.

საქსტატის თანახმად, წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წლის IV კვარტალში -$102.8 მლნ შეადგინა, რაც 128%-ით ნაკლებია 2019 წლის მეოთხე კვარტლის მაჩვენებელზე ($364.5 მლნ).

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა 2018-2020 წლებში, კვარტალურ ჭრილში, შემდეგნაირად გამოიყურება:

საქსტატი

2020 წლის მეოთხე კვარტალში ძირითადი ინვესტორი ქვეყნები გაერთიანებული სამეფო, ნიდერლანდი და თურქეთი იყვნენ.

საქსტატი

პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მეოთხე კვარტალში ეკონომიკის სექტორების მიხედვით კი შემდეგნაირად გამოიყურება:

საქსტატი

 

კომენტარები