ეკონომიკა

ტურიზმი, ენერგეტიკა — სექტორები, რომლებშიც ინვესტიციები ყველაზე მეტად შემცირდა

Reuters

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს $616.9 მლნ შეადგინა, რაც 52.9%-ით ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე.

მსგავსი დაბალი შედეგი ამ სექტორში საქართველოს ბოლოს 2005 წელს ჰქონდა, მაშინ უცხოური ინვესტიციების მოცულობამ $452.8 მლნ შეადგინა.

შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად საქსტატი რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში გადასვლას ასახელებს, რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 340.5 მლნ. აშშ დოლარით შეამცირა.

საქსტატის თანახმად, 2020 წელს ეკონომიკის 11 სექტორიდან 6-ში (დამამუშავებელი მრწეველობა, კავშირგაბმულობა, ტრანსპორტი, ჯანდაცვა და სოციალური დახმარება, ენერგეტიკა, სასტუმროები და რესტორნები) ინვესტიცები შემცირდა, მათ შორის, ყველაზე მეტად, სასტუმროებისა და რესტორნების (-284%) და ენერგეტიკის (-98%) სექტორში. 

ზრდა დაფიქსირდა საფინანსო სექტორში, სამთომოპოვებით მრეწველობაში, უძრავი ქონების, მშენებლობისა და სოფლის მეურნეობის სექტორებში. 

დანარჩენ სექტორებში განხორციელებულმა ინვესტიციებმა კი $49 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 84%-ით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

პირდაპირი უცხოური ინვესტიციების განაწილება 2020 წელს, ეკონომიკის სექტორების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:

საქსტატი

საქსტატის თანახმად, სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (საფინანსო სექტორი, სამთომოპოვებითი მრეწველობა, უძრავი ქონება) განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიხედვით 2020 წელს 93% შეადგინა.

ყველაზე დიდი მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო სექტორში განხორციელდა და $400.3 მლნ შეადგინა, რაც მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 64.9%-ია. მეორე ადგილზე იმყოფება სამთომოპოვებითი მრეწველობის სექტორი $101.5 მლნ-ით, ხოლო მესამეზე - უძრავი ქონების სექტორი, $71.8 მლნ-ით.

საქსტატი

 

კომენტარები