ეკონომიკა

რეკორდული ვარდნა 2005 წლის შემდეგ — 2020 წელს ინვესტიციები 52.9%-ით შემცირდა

ბიზნესგარემო და ინვესტიციები ქართულ ბაზარზე
SalFalko / Meritus Media

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2020 წელს $616.9 მლნ შეადგინა, რაც 52.9%-ით ნაკლებია 2019 წლის დაზუსტებულ მონაცემებზე. აღსანიშნავია, რომ ინვესტიციების მოცულობა 2019 წელს წინა წელთან შედარებით მხოლოდ 0.2%-ით გაიზარდა.

ასეთი დაბალი შედეგი ამ სექტორში საქართველოს ბოლოს 2005 წელს ჰქონდა, მაშინ უცხოური ინვესტიციების მოცულობამ $452.8 მლნ შეადგინა.

შემცირების გამომწვევ უმთავრეს მიზეზად საქსტატი რამდენიმე საწარმოს საქართველოს რეზიდენტის საკუთრებაში გადასვლას ასახელებს, რამაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მაჩვენებელი 340.5 მლნ. აშშ დოლარით შეამცირა.

საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წლების მიხედვით შემდეგნაირად გამოიყურება:

საქსტატი

2020 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 90.9 პროცენტი შეადგინა და $560.7 მლნ იყო.

კომენტარები