აშშ-გერმანია

მაასი: გერმანიას აშშ-სთან საერთო სანქციების პოლიტიკა სურს

Ahvan

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჰაიკო მაასის, თქმით, გერმანია იმედოვნებს, რომ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს გერმანიას და აშშ-ს საერთო სანქციების პოლიტიკა ექნებათ ჩინეთზე და რუსეთზე ადამიანთა უფლებების დარღვევების და სხვა საკითხებზე. 

"მე ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შეგვეძლება, დავუბრუნდეთ ტრანსატლანტიკურ პოზიციას სამიზნე სანქციებზე, ის, რაც არ იყო შესაძლებელი გასული ოთხი წლის განმავლობაში". – თქვა ჰაიკო მაასმა

მისი თქმით, ტრანსატლანტიკურმა პარტნიორებმა უნდა იმოქმედონ ერთად, რათა დაიცვან საერთო ინტერესები და ღირებულებები, მან მწუხარება გამოთქვა, რომ აშშ-ს წინა ადმინისტრაციის დროს კოორდინირებული ქმედება არ იყო. 

აღსანიშნავია, რომ 2 მარტს აშშ-მ რუსეთის ოფიციალურ პირებს და კომპანიებს ნავალნის მოწამვლისთვის და დაპატიმრებისთვის სანქციები დაუწესა. აშშ-ს ოფიცილური პირების თქმით, სანქციები ევროკავშირთან კოორდინაციით დაწესდა.

ტრამპი ევროპულ ქვეყნებს, მათ შორის, გერმანიას აკრიტიკებდა, რადგან NATO-ში საკმარის თანხას არ ხარჯავდნენ, ასევე აშშ აკრიტიკებდა გერმანიას რუსული ბუნებრივი აირის შესყიდვის გამო. გერმანია სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად არ იზიარებდა აშშ-ს გადაწყვეტილებას 2015 წლის ირანის ბირთვული შეთანხმებიდან გამოსვლის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა სენატში მოსმენაზე Nord Stream 2-ზე საუბრისას თქვა, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია ამ პროექტის წინააღმდეგი იქნება და შეეცდება დაარწმუნოს პარტნიორები, განსაკუთრებით კი გერმანია, არ გააგრძელონ რუსული გაზსადენის მშენებლობა.

გასულ თვეებში გერმანიამ ავღანეთში სამხედრო მისია გააფართოვა, ასევე გეგმავს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში ხომალდი გაგზავნოს, სადაც ნავიგაციის თავისუფლება ჩინეთის გამო საფრთხის ქვეშაა.

კომენტარები