აშშ-გერმანია

ტრამპი: გერმანიიდან გამოცხადებულ 5 000-ზე გაცილებით მეტ ჯარისკაცს გამოვიყვანთ

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი
Neil Hall/EPA/Bloomberg

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი გერმანიიდან თავდაპირველად გამოცხადებული 5 000-ზე გაცილებით მეტი ჯარისკაცის გაყვანას გეგმავს.

"ჩვენ მნიშვნელოვნად შევამცირებთ რაოდენობას და ბევრად მეტს გავიყვანთ, ვიდრე 5,000" - უთხრა ტრამპმა ჟურნალისტებს.

ტრამპის ეს განცხადება მას შემდეგ გაკეთდა, რაც პენტაგონმა გამოაცხადა, რომ აშშ გერმანიიდან მომდევნო 6-12 თვეში დაახლოებით 5 000 ჯარისკაცს გაიყვანს.

კომენტარები