ალექსეი ნავალნის საქმე

აშშ-მ და ევროკავშირმა რუსეთს ნავალნის მოწამვლისთვის და დაპატიმრებისთვის სანქციები დაუწესეს

ალექსეი ნავალნი
Reuters

2 მარტს აშშ-მ რუსეთის ოფიციალურ პირებს და კომპანიებს ნავალნის მოწამვლისთვის და დაპატიმრებისთვის სანქციები დაუწესა. აშშ-ს ოფიცილური პირების თქმით, სანქციები ევროკავშირთან კოორდინაციით დაწესდა.

ბაიდენის ადმინისტრაციის ოფციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა რუსეთის მთავრობის მაღალი რანგის შვიდ წარმომადგენელს. 

"სადაზვერვო სამსახურის დიდი თავდაჯერებულობით აფასებს, რომ რუსეთის ფეფერაციის უშიშროების სამსახურის FSB-ს ოფიცრებმა გამოიყენეს ნერვული აგენტი ნოვიჩოკი რათა რუსეთის ოპოზიციის ლიდერი ალექსეი ნავალნი 2020 წლის 20 აგვისტოს მოეწამლათ" - თქვა ერთ-ერთმა მაღალი რანგის პირმა. 

ერთ-ერთი ოფიციალური პირის თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტმა გააფართოვა სანქციები ქიმიური და ბიოლოგიური იარაღების აქტზე დაყრდნობით, სწორედ ამ აქტზე დაყდნობით დაუწესეს რუსეთს სანქციები სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლისთვის. სანქცირებულების ვინაობის შესახებ ჯერ-ჯერობით უცნობია. 

კიდევ ერთი ოფიციალური პირის თქმით, ვაჭრობის დეპარტამენტი სანქციების სიაში დაამატებს 14 სუბიექტს მათი ჩართულობისთვის "საქმიანობაში, რომელიც ეწინააღმდეგება აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკის ინტერესებს".

"კერძოდ ეს მხარეები არიან ჩართულნი ბიოლოგიურ აგენტების წარმოების და ქიმიური წარმოების სხვადასხვა ასპექტებში" - თქვეს ოფიცილაურმა პირებმა. 

აშშ-მ კიდევ ერთხელ დაჟინებით მოუწოდა რუსეთს ნავალნის ციხიდან გათავისუფლებისკენ. 

"რუსეთთან ჩვენი საუბრის ტონი და შინაარსი, საუბრები რუსეთთან დაკავშირებით ძალიან განსხვავებული იქნება იმისგან, რასაც თქვენ ხედავდით წინა ადმინისტრაციაში" - თქვა ერთ-ერთმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ეს ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესების პირველი შემთხვევაა.

ევროკავშირმა რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო კომიტეტის უფროსს, ალექსანდერ ბასტრიკინს, გენერალურ პროკურორს, იგორკრასნოვს, ეროვნული გვარდიის უფროსს, ვიქტორ ზოლოტოვს და ფედერალური ციხის უფროსს, ალექსანდერ კალაშნიკოვს აქტიები გაუყინა. მათ ასევე სამოგზაურო აკრძალვების დაუწესდათ. 


თებერვალში ალექსეი ნავალნის დაკავებისთვის ევროკავშირმა მაგნიტსკის აქტით 4 რუს მაღალჩინოსანს სანქციები დაუწესა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ევროკავშირი მაგნიტსკის აქტით, ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო, სანქციები დააწესა. სანქციების დაწესების გადაწყვეტილება  საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიღეს. შეხვედრას ვიდეო ჩართვით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენიც ესწრებოდა.

ალექსეი ნავალნისთან დაკავშირებით ევროკავშრიმა და ბრიტანეთმა რუსეთის მაღალი რანგის პირებს ოქტომბერში დაუწესა სანქციები. მაშინ სანქციები პოლიტიკოსის ნოვიჩოკოს ნერვული აგენტით მოწავმვლის გამო შემოიღეს.

პოლიტიკოსი, რომელიც გერმანიიდან მკურნალობის დასრულების შემდეგ რუსეთში 2021 წლის 17 იანვარს დაბრუნდა, ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავეს. რუსეთის სასჯელაღსრულების ფედერალური სამსახური მას "ივ როშეს" საქმეზე გამოსაცდელი ვადის დარღვევაში ედავებოდა და პირობითი სასჯელის რეალურით შეცვლას ითხოვდა. 

2 თებერვალს ნავალნის სასამართლომ 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა "ივ როშეს" საქმეზე. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს აკლდება შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე.

2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და, შესაბამისად, 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა.

2017 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ალექსეი ნავალნის და მის ძმას არ ჰქონდათ სამართლიანი სასამართლოს უფლება და განჩინება დაგმო, როგორც "უკანონო და თვითნებური" და "პოლიტიკურად მოტივირებული". რუსეთის ფედერაციამ ნავალნის კომპენსაცია გადაუხადა, თუმცა განაჩენი არ გაუუქმებია. 

კომენტარები