აშშ-გერმანია

პისტორიუსი გერმანიაში აშშ-ს სამხედრო კონტინგენტის შემცირებას გამოეხმაურა

REUTERS/Ints Kalnins

გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა განაცხადა, რომ აშშ-ს გადაწყვეტილება საკუთარი სამხედრო კონტიგენტის შემცირების შესახებ "მოსალოდნელი იყო".

"მოსალოდნელი იყო, რომ აშშ შესაძლოა ევროპიდან, მათ შორის გერმანიიდან, ჯარებს გაიყვანდა. ბოლო ცნობებით საუბარია 5 000-ზე, მაშინ როცა გერმანიაში თითქმის 40 000 ამერიკელი სამხედროა განთავსებული" - განაცხადა პისტორიუსმა დღეს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში, რომელიც CNN-ს მიაწოდეს.

პისტორიუსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროპამ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე უფრო დიდი პასუხისმგებლობა თავად უნდა აიღოს და თქვა, რომ გერმანია ამ მხრივ "სწორ გზაზეა".

ცნობისთვის, აშშ-ს გერმანიაში მნიშვნელოვანი ზომის სამხედრო კონტინგენტი ჰყავს განლაგებული, რაც დეკემბრის მონაცემებით ქვეყნის მასშტაბით არსებულ ბაზებზე 36 000-ზე მეტ აქტიურ სამხედრო მოსამსახურეს მოიცავს.

კომენტარები