ვაქცინაცია

ცერცვაძე: რა, 2 მარტს რომ ვაქცინა შემოგვეტანა, იმ დღეს ის 12 ავადმყოფი აღარ მოკვდებოდა?

ადამიანებო, იყავით ფხიზლად! ა.წ. 2 მარტს ღამის მთავარში ქ-ნი ეკა კვესიტაძე შეეცადა მაყურებლები დაერწმუნებინა, რომ "დღეის შემდეგ მათთვის ახლობელი თითოეული ადამიანის COVID-19-ით გარდაცვალება ხელისუფლების ბრალია და არა კორონავირუსის?!" მანვე განაცხადა, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ვაქცინაცია დიდი ხანია დაიწყეს, COVID-19-ის ახალი შემთხვევები დრამატულად არის შემცირებული (დიდი ტყუილი), ხოლო ლოქდაუნები მოხსნილია (კიდევ ერთი ტყუილი), ამავე დროს ტვ პირველმა განათავსა ჯანდაცვის მინისტრის ფოტოები წარწერით, რომ ბოლო 24 საათში 10 გარდაცვლილი არის შეუსრულებელი დაპირების საფასური?! და ადამიანების სიცოცხლით თამაში. ეს არის უპრეცედენტო დემაგოგიის და უზნეობის მაგალითი ამ ტელევიზიების მხრიდან. სადმე გინახავთ, ან მოგისმენიათ, რომ მსოფლიოს რომელიმე ტელევიზიას მსგავსი განცხადება გაეკეთებინოს? რა, 2 მარტს რომ ვაქცინა შემოგვეტანა, იმ დღეს ის 12 ავადმყოფი აღარ მოკვდებოდა? [...] 

წერს ინფექციური სავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე საკუთარ Facebook გვერდზე. ცერცვაძსი აზრით, "ვაი ტელევიზიები და ვაი ექსპერტები" ყველანაირად ცდილობენ, ქვეყნის მოსახლეობა დაარწმუნონ, რომ კოვიდის მართვის პროცესში ჩართული პირები "ლუზერები" არიან. ცნობისთვის, საქართველოში ვაქცინაცია თებერვალში უნდა დაწყებულიყო, თუმცა, ამ დრომდე, ქვეყანაში ვაქცინის არც ერთი დოზა არ შემოსულა.

კომენტარები