კორონავირუსი და შეზღუდვები

გამყრელიძე კომენდანტის საათის მოხსნაზე: ერთდროულად ამდენი შემსუბუქება არაა სასურველი

დღევანდელ საბჭოს სხდომაზე იყო საუბარი ამ საკითხზე [კომენდანტის საათზე]. მოგეხსენებათ, ერთდროულად ამდენი შემსუბუქება არაა სასურველი. ჩვენ თითოეული შემსუბუქების შემდეგ უნდა დავაკვირდეთ 1-2 კვირა და ამის შემდეგ მივიღოთ შემდგომი შემსუბუქების გადაწყვეტილება, ამ ეტაპზე, დღეს არ ჩაითვალა ეს [საჭიროდ], მაგრამ თუ ჩვენ ამ ჩარჩოებში ეპიდსიტუაციას შევინარჩუნებთ, ეს საკითხიც დადგება...

ამბობს დაავადებათა კონტროლის ერონული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. გადაადგილების შეზღუდვა ქვეყნის მასშტაბით კვლავ ძალაშია. კომენდანტის საათის მოხსნის მოთხოვნით არაერთი აქცია გაიმართა.

კომენტარები