კორონავირუსი საქართველოში

გამყრელიძე: რეინფიცირების ერთი შემთხვევა დადასტურდა, 3-თვიანი შუალედით

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით რეინფიცირების 1 შემთხვევაა დადასტურებული. პაციენტი კორონავირუსით 3 თვის შემდეგ ხელახლა დაინფიცირდა.

"სხვადასხვა შტამი არ არის, ერთი და იმავე შტამის მუტანტია. სულ იდენტური არ არის, იქ არის გენომში ცვლილებები. ორივე შემთხვევა მსუბუქია. არ მინდა, რომ შემეშალოს, მაგრამ არ არის ხანდაზმული". – ამბობს გამყრელიძე. 


9 მარტის დილის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 273 137  შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 267 015 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 601 კი გარდაიცვალა. 

კომენტარები