შარლ მიშელის ვიზიტი

იუკნევიჩიენე მიშელზე: საქართველომ ეს შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს

რასა იუკნევიჩიენე

ტელეკომპანია ფორმულას ეთერში ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ვიზიტი შეაფასა. მისი აზრით, ის შესაძლებლობა, რაც მიშელმა საქართველოს მისცა, ქვეყანამ აუცილებლად უნდა გამოიყენოს.

"ჩემთვის გასაკვირი იყო, რომ ასეთი ძლიერი მესიჯები გაგზავნა. მოლაპარაკებების დასაწყებად კი წინადადებები წამოაყენა. საუბრის დასაწყებად 6 პუნქტი დაასახელა. კატასტროფა იქნება თუკი საქართველო ამ შესაძლებლობას არ გამოიყენებს, და არამხოლოდ საქართველოსთვის - არამედ უკრაინელები, მოლდოველები, სხვა ქვეყნები ელიან ლიდერობას საქართველოსგან, იმიტომ, რომ საქართველო დიდი ხნის განმავლობაში იყო და მჯერა, რომ კვლავ შეუძლია, იყოს ლიდერი ე.წ. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ევროინტეგრაციის კუთხით. ამ ლიდერობის გარეშე სხვა ქვეყნებისთვის გართულდება მათი მიზნების მიღწევა. ასე რომ ქართველებს პასუხისმგებლობა არამხოლოდ საკუთარ მომავალზე, არამედ იმ ქვეყნების წინაშეც აქვთ, რომლებიც იგივე გზას ადგანან". – თქვა ფორმულასთვის მიცემულ ინტერვიუში იუკნევიჩიენემ.


ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი თბილისში 28 თებერვალს ჩამოვიდა. 1 მარტს იგი შეხვდა როგორც პრემიერმინსტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს, ისე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს. მისი ვიზიტის მეშვეობით მთავრობასა და ოპოზიციას შორის დიალოგი განახლდა.

კომენტარები