კუჭავა ჩანაწერებზე: გამოძიება უნდა დაიწყოს, თუ როდის მოხდა მიყურადება

ჩემი გადასაწყვეტი არაა, უნდა დაიწყოს თუ არა გამოძიება - ეს პროკურატურის საქმეა. პირადად ჩემი აზრია, რომ გამოძიება უნდა დაიწყოს, თუ როდის იყო მიყურადება, ვინ იყო და რაც ყველაზე მთავარია, დამნაშავე მკაცრად უნდა დაისაჯოს. 

სხვა შემთხვევებიც ყოფილა, როცა გამოძიება დაიწყეს, მაგრამ ამის გამკეთებლებზე გასვლა უჭირთ. აუცილებელია დადგინდეს სიმართლე - როდის მოხდა მიყურადება...

ქართული ოცნების დეპუტატი და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე კახა კუჭავამ 6 მარტს ტვ პირველის ეთერში გასულ ჩანაწერებზე ისაუბრა, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ. ჩანაწერში Facebook-ზე დაწერილი კომენტარებისთვის სკოლის მოსწავლესთან ანგარიშსწორებასა და სხვა "სადამსჯელო ღონისძიებებზეა" საუბარი.

კომენტარები