ვაქცინაცია

ცერცვაძე: არ გვეპატიება, თუ შემოტანილი ვაქცინის ათვისება ვერ შევძელით

უნდა დავირაზმოთ და კოორდინირებულად უნდა იმოქმედოს ყველამ, მთავრობამ, ჯანდაცვის სამინისტრომ, კლინიკურმა სექტორმა და მოსახლეობამ. აქ თუ ვერ შევძელით, ეს იქნება ჩვენი პასუხისმგებლობა და არა ის, რომ ვერ შემოვიტანეთ. რომ ვერ შემოვიტანეთ, ამაზე შეიძლება ძალიან ბევრი ობიექტური მიზეზი ყოფილიყო, მაგრამ როცა შემოვიტანთ და მისი ათვისება ვერ შევძელით, ეს არ გვეპატიება...

თქვა ინფექციური პათოლოგიების ცენტრის დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ პალიტრანიუსის ეთერში. საქართველოში ჯერ არცერთი წარმოების ვაქცინა არ შემოსულა.

კომენტარები