ჩანაწერები

ჯაფარიძე: ოცნებაში ყველა ღარიბაშვილია, ამიტომ მასთან არდაჯდომას შინაარსი არ აქვს

ყველამ ყველაფერი იცის უკვე ოცნებაში.

ყველამ იცის, რომ ის ჩანაწერები რეალურია და ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში გაკეთებული.

ყველამ იცის და ხმას არ იღებენ.

ხმას არ იღებენ იმიტომ, რომ ეშინიათ და/ან კომფორტის დაკარგვა არ უნდათ და/ან იმედს/პოსტვ-ს უყურებენ და "ისევ მიშა მოვა"-სი სჯერათ და ამის უფრო ეშინიათ.

ვისაც სინდისის ნატამალი ჰქონდა დარჩენილი, ყველა გაქცეულია უკვე, როგორც ჩანს.

ვინც დარჩა, ყველა ისეთია უკვე, ვინც არაფერზე ხმას არ ამოიღებს.

ძალიან წვრილი ფილტრი აქვთ გავლილი.

ყველა ბერას მორჩილია.

ყველა ღარიბაშვილია.

ამიტომ "ღარიბაშვილთან არ დავჯდები მოსალაპარაკებლად"-ს შინაარსი არ აქვს.

წერს გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურა ჯაფარიძე. ლელომ  TV პირველის ეთერში გასულ ჩანაწერთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც პარტიისთვის ირაკლი ღარიბაშვილთან და მისი ჩართულობით ნებისმიერ ფორმატში მონაწილეობის მიღება მიუღებელია. ენმ-ის წევრის, სალომე სამადაშვილის თქმით, "ღარიბაშვილის მოლაპარაკებებიდან მოხსნა უნდა მოვითხოვოთ, დანარჩენს ვნახავთ".

კომენტარები