ლელო

ლელო: ღარიბაშვილთან და მისი ჩართულობით ნებისმიერ ფორმატში მონაწილეობა მიუღებელია

ლელო საქართველოსთვის / Facebook

ლელო ტელეკომპანია პირველის ეთერში გასულ ჩანაწერთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვითაც პარტიისთვის ირაკლი ღარიბაშვილთან და მისი ჩართულობით ნებისმიერ ფორმატში მონაწილეობის მიღება მიუღებელია. 

ლელოს შეფასებით, სიუჟეტი, რომელშიც გავიდა ბერა ივანიშვილის საუბრები ირაკლი ღარიბაშვილთან და ანზორ ჩუბინიძესთან, უმძიმესი ორგანიზებული დანაშაულის ნიშნებს შეიცავს.

ლელო მოითხოვს, რომ სიუჟეტში მოთხრობილ ფაქტებზე დაუყოვნებლივ დაიწყოს გამოძიება, ასევე, გამოძიებაში ჩართული იყვნენ საერთაშორისო ავტორიტეტული საგამოძიებო ინსტიტუტები. ლელოს მოთხოვნით, გამოძიებაზე ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად, დაუყოვნებლივ უნდა გადადგნენ თანამდებობიდან პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე.


TV პირველის ეთერში გავიდა ჩანაწერი, რომელშიც, ავტორების მტკიცებით, პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი საუბრობენ.  

შეაგინე ბერას – ამ სახელწოდებით 7 მარტს, 18:30 საათზე მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია გაიმართება

სამოქალაქო აქტივისტებმა უკვე გამართეს აქცია ქართული ოცნების ცენტრალურ ოფისთან. "მამიკოს ბიჭი კანონის წინაშე აგებს პასუხს" – ეწერა აქტივისტების საპროტესტო ბანერებზე.

კომენტარები