უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი მარტიდან პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების კიდევ ერთი ეტაპი იწყება.
1-ლი მარტიდან:
- გაიხსნება კერძო და საჯარო ბაღები – თანამშრომლების 20% ორ კვირაში ერთხელ სავალდებულო ტესტირებას ჩაიტარებენ;
- უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში კლინიკური, პრაქტიკული, ლაბორატორიული საქმიანობა აღდგება და გამოცდების არადისტანციურ ფორმატში ჩატარება შეეძლებათ;
- მუშაობას განაახლებენ მუზეუმები და ბიბლიოთეკები.
- ბათუმში რესტორნები შიდა სივრცეში შეძლებენ მუშაობას. შეზღუდვა შაბათ-კვირას შენარჩუნდება;
- იმ ქვეყნების ჩამოანთვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ 1-ელი მარტიდან დაემატება ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი. სახმელეთო საზღვრებზე დღეს მოქმედი შეზღუდვები შენარჩუნდება;
- განახლდება კონფერენციები და ტრენინგები;
ქვეყანაში 21:00-დან 05:00 საათამდე მოქმედი კომენდანტის საათი კვლავ ძალაში რჩება. 25 თებერვლიდან უკვე გაიხსნა სასტუმროები სამთო კურორტებზე და აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა. 27 თებერვლიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი კვირის დღეებთან ერთად შაბათ-კვირასაც მუშაობს.
მთავრობის მიერ დაანონსებული გეგმის მიხედვით, 8 მარტიდან:
- მთელ საქართველოში რესტორნებს შიდა სივრცეში მუშაობის უფლება მიეცემათ. შეზღუდვა შაბათ-კვირას შენარჩუნდება;
- სამთო კურორტებზე საბაგიროები გაიხსნება;
- სავაჭრო მოლები და ბაზრობები მუშაობას შაბათ-კვირის ჩათვლით შეძლებენ.
15 მარტიდან:
- მუშაობას განაახლებენ სპორტული დარბაზები;
- სასწავლო პროცესი უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში აუდიტორიებში აღდგება;
- აღდგება სასკოლო წრეების ფუნქციონირება;
- რეპეტიციებსა და ვარჯიშს განაახლებენ თეატრები, სპორტული კლუბები, პროფესიული ანსამბლები.
1-ლი აპრილიდან:
- თეატრალური წარმოდგენები, სპორტული შეჯიბრებები მაყურებლების დასწრებით აღდგება.