კორონავირუსი და შეზღუდვები

კომენდანტის საათის მოხსნის მოთხოვნით თავისუფლების მოედანზე აქცია იმართება

ტატა ბოკუჩავა

"თავისუფლება საშვით არ გაიცემა". – კომენდანტის საათის მოხსნის მოთხოვნით თავისუფლების მოედანზე აქცია მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები საკრებულოს შენობის წინ ბანერებით აპროტესტებენ გადაადგილების შეზღუდვას.

"ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს, რომ სასწრაფოდ მოიხსნას კომენდანტის საათი. როდესაც რეალური რეკომენდაციები გაიცემოდა, ჩვენ ყველა ვიცავდით, დღეს, როდესაც ამის საჭიროება აღარაა, ეს უკვე სცდება ყველანაირ ზღვარს". – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.

21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. 


საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 25 თებერვლიდან აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა და სასტუმროების მუშაობა სამთო კურორტებზე. 

27 თებერვლიდან შაბათ-კვირას საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა. ასევე, საქართველოს რკინიგზამ განაახლა მუშაობა.   

1-ლი მარტიდან გაიხსნა კერძო და საჯარო ბაღები, ბათუმში რესტორნებმა შიდა სივრცეებში მუშაობა განაახლეს (შაბათ კვირის გარდა) ასევე, უმაღლეს და პროფესიულ სასწავლებლებში გამოცდები არადისტანციურ რეჟიმში ტარდება. 1-ლი მარტიდან განახლდა კონფერენციები და ტრენინგები, მუშაობა განაახლეს ბიბლიოთეკებმა და მუზეუმებმა. ქვეყნების ჩამოანთვალს, რომელთა მოქალაქეებს საქართველოს საჰაერო საზღვრის გავლით ქვეყანაში შემოსვლა PCR ტესტის ნეგატიური პასუხით შეუძლიათ, დაემატა ქვეყნები: სომხეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, ყაზახეთი, რუსეთი, ბელარუსი.

კომენტარები