მე-10 მოწვევის პარლამენტი

გომელაური: COVID-19-თან ბრძოლაში დეპარტამენტებმა საუკეთესო მაგალითები აჩვენეს

ქართული ოცნება

"ვირუსის შეკავებაში ჩართულმა დეპარტამენტებმა აჩვენეს კოორდინაციის საუკეთესო მაგალითები, ეს ეხება, როგორც შიდაუწყებრივ, ისე უწყებათაშორის  თანამშრომლობას”.- განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა. 

ამის შესახებ ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატებთან ანგარიშის წარდგენის დროს ისაუბრა. 

„საკითხი, რომელსაც  გვერდს ვერ ავუვლით და აუცილებლად უნდა ვისაუბროთ, არის პანდემიასთან ბრძოლა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული საპოლიციო  სერვისების ადაპტირება პანდემიასთან. მას შემდეგ, რაც ქვეყნაში ვირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, ყველა დანაყოფი განსაკუთრებულ სამუშაო რეჟიმზე გადავიდა. ვირუსის შეკავებაში ჩართულმა დეპარტამენტებმა აჩვენეს კოორდინაციის საუკეთესო მაგალითები, ეს ეხება, როგორც შიდაუწყებრივ, ისე უწყებათაშორის თანამშრომლობას”.-  ამბობს ვახტანგ გომელაური.

ამასთან ერთად, ვახტანგ გომელაურმა ხაზი გაუსვა პანდემიის განმავლობაში გატარებულ სპეციალურ ღონისძიებებსაც.

„კომპეტენციის ფარგლებში გვევალებოდა მიმოსვლის შეზღუდვა, საჯარო სივრცეებში თავშეყრის კონტროლი, თვითიზოლაციაში მყოფი პირების მონიტორინგი, საკარანტინო ზონების კონტროლი და დაცვა, ასევე, პირბადის ტარების წესის აღსრულება. მარნეულის და ბოლნისის ჩაკეტვის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, თავდაცვის  სამინისტროს ჯარისკაცებთან  ერთად, ერთ ღამეში ააგეს 100-კაციანი საველე ჰოსპიტალი”, -განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

 

კომენტარები