ტურიზმი

თურნავა: მარტის ბოლოს ისრაელიდან 3 ჩარტერი შესრულდება და ვაქცინირებული ტურისტები ჩამოვლენ

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას მტკიცებით, "გამოჩნდა ვაქცინირებული ტურისტების პირველი ნაკადები". მთავრობის სხდომის შემდეგ მან თქვა, რომ თვის ბოლოს ისრაელის ავიაკომპანია შეასრულებს სამ ტურისტულ ჩარტერულ რეისს - 19, 21 და 22 მარტს, თელ ავივი - ბათუმის მიმართულებით.

"ეს არის შედეგი ჩვენი პირველი შემსუბუქების", - განაცხადა თურნავამ.

რაც შეეხება რეგულარულ სამგზავრო რეისებს, ეკონომიკის მინისტრის თქმით, მარტის განმავლობაში კვირაში 70-მდე ფრენა შესრულდება სხვადასხვა ავიაკომპანიის მიერ, ხოლო ზაფხულში ეს რიცხვი 200-მდე გაიზრდება. ნათია თურნავას ინფორმაციითვე, მარტის ბოლოს რეისებს განაახლებს ავიაკომპანია WIZZAIR-ი, "ამ მომენტის ინფორმაციით, 20 მიმართულებით, კვირაში 45 ფრენა".

​საქართველო საზღვრებს უხსნის ტურისტებს ნებისმიერი ქვეყნიდან, თუ მათ გაკეთებული ექნებათ კორონავირუსზე ვაქცინის ორივე დოზა. 

კომენტარები