ნამახვანჰესი

ჯაფარიძე: ნამახვანზე უმეტესობა გამოვიდა – როგორ შეიძლება თურქებს ამდენი ხნით მისცეთ მიწაო

ზურაბ ჯაფარიძე
ტაბულა

"უმეტესობა იმის გამო იყო მისული - როგორ შეიძლება თურქებს ამდენი ხნით მისცეთ მიწაო". – ამბობს გირჩის ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ტელეკომპანია პირველის ეთერში ნამახვანჰესის აშენების საწინააღმდეგო აქციაზე საუბრისას. 

"სოციალური და ეკონომიკური საკითხების გამო, მიუხედავად იმისა, რომ ბრაზი არსებობს ამ ქვეყანაში, ამის გამო ბევრი ხალხი ქუჩაში არ გამოდის. სხვა საკითხების გამო გამოდიან. ნამახვანზე მოვუსმინე კომენტარებს, მართლა ეკოლოგიური პრობლემის გამო კი არ იყო, კონკრეტული ანტითურქული, ქსენოფობიური ამბავი იყო, უმეტესობა, სამწუხაროდ, იმის გამო იყო მისული - როგორ შეიძლება თურქებს ამდენი ხნით მისცეთ ქართული მიწაო". –ამბობს ჯაფარიძე. 


100 დღეზე მეტია, ადგილობრივი მოსახლეობა ჰესის აშენების საწინააღმდეგო აქციებს მართავს. აქტივისტები და არასამთავრობო ორგანიზაციები მშნებლობის შეჩერებას ითხოვენ მანამ, სანამ ყველა საჭირო დოკუმენტი სამართლებრივად არ იქნება შესწავლილი. ხელისუფლებაში კი ამბობენ, რომ ჰესის აშენება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობისათვის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება და პროექტი რისკებს არ შეიცავს. 

კომენტარები