შარლ მიშელის ვიზიტი

ჯაფარიძე: ახალი არჩევნები, პოლიტპატიმრების გათავისუფლება – ყველა ეს პუნქტი დევს მაგიდაზე

ზურაბ ჯაფარიძე
ტაბულა

გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერის, ზურა ჯაფარიძის თქმით, მოლაპარაკებების მაგიდაზე კვლავ დევს ხელახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების საკითხი. ამის შესახებ ზურა ჯაფარიძემ ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.

"არსებულ პუნქტებს დაემატა ორი პუნქტი, ერთი ეხება მართლმსაჯულების რეფორმას და ერთი ეხება ძალაუფლების დანაწილებას. ბატონმა პრეზიდენტმა თქვა, რომ საჭიროა, იყოს იმ დიდი შეთანხმების ნაწილი პოზიცია ოცნების, ღარიბაშვილის, მხრიდან, რომ რაღაც თემაზე არ ვისაუბრებ, გაჟღერებული არ ყოფილა. იქ არის პუნქტები, მათ შორის ხელახალი არჩევნები, პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება და ასე შემდეგ, ყველა ეს პუნქტი დევს მაგიდაზე". – თქვა ჯაფარიძემ.

საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ქართული ოცნებისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა გაიმართა. შარლ მიშელის თქმით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობის გამყარებისა და გაღრმავების გასაღები არსებული პოლიტიკური კრიზისის გადაჭრაა.

კომენტარები