შარლ მიშელის ვიზიტი

მიშელი: პრიორიტეტი დემოკრატიული ინსტიტუტების და დიალოგის განვითარება უნდა იყოს

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ერთმანეთის მოსმენა, იმის უზრუნველყოფა, რომ მოლაპარაკებების მაგიდასთან იყოს მეტი ნდობა და თავდაჯერება მოახლოებულ დღეებსა და კვირებში. ეს პირველი ხელსაწყო, პირველი ნაბიჯია, თუმცა ამას სჭირდება დრო, რაც ჩვენ უკვე დავინახეთ. უნდა განვიხილოთ კონკრეტული ელემენტები, პოლიტიკური დიალოგი უნდა შედგეს პოლიტიკურ მხარეებთან და ჩვენ მზად ვართ ამისთვის. უნდა გაჩნდეს იდეები, რათა უზრუნველვყოთ ერთიანი მიდგომა, ჩვენი ძალისხმევა მთლიანად მიმართულია ქართველი ხალხის მიმართ. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველაზე მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს დემოკრატიული ინსტიტუტების, პოლიტიკური დიალოგის შემდგომი განვითარება, რათა შესაძლებელი იყო მნიშვნელოვანი გამოწვევების დაძლევა ქვეყანაში...

ამბობს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ოპოზიციურ პარტიებთან და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები