შარლ მიშელის ვიზიტი

მიშელი: მნიშვნელოვანია სასამართლოს დამოუკიდებლობა და საარჩევნო სისტემის რეფორმა

მნიშვნელოვანია კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფა, საარჩევნო რეფორმის გატარება, თითოეული ეს თემა არის ძალიან რთული. ასოცირების ხელშეკრულება არის მნიშვნელოვანი ხელსაწყო იმისათვის, რომ საქართველო გახდეს უფრო ძლიერი და ჰქონდეს უფრო მეტი კეთილდღეობა. ჩვენ ვცდილობთ, აქტიურად წარმოვაჩინოთ ჩვენი ჩართულობა, დიალოგის მაგიდასთან მოვიტანოთ სხვადასხვა ვარიანტები, გადავდგათ ნაბიჯები სწორი მიმართულებით და ვნახოთ გამოსავალი რთული სიტუაციიდან. უახლოესი დღეებისა და კვირების განმავლობაში აუცილებელია, რომ ყველა პოლიტიკური მხარე მუშაობდეს ამაზე, რათა გაჩნდეს შესაძლებლობები და დავინახოთ ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში რა პროგრესი ექნება სახელმწიფოს...

ამბობს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ოპოზიციურ პარტიებთან და პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კომენტარები