შარლ მიშელის ვიზიტი

"სიაში არ ვარ" – ალექსანდრე რაქვიაშვილი ორბელიანების სასახლეში შეხვედრაზე არ შეუშვეს

გირჩის ლიდერი ალექსანდრე რაქვიაშვილი ორბელიანების სასახლეში მიმდინარე შეხვედრას ვერ დაესწრო, რადგან, როგორც ის ამბობს, სიაში გაუგებრობა იყო. 

"აქ სიაში ვარ, მეორე სიაში არ ვარ, ამიტომ ახლა რაღაც უხერხულობა რომ არ შემექმნა. გირჩიდან მე უნდა მივსულიყავი, მაგრამ ზურაა [ჯაფარიძე] და ეტყობა, ჩათვალეს... შეხვედრას არ დავსწრებივარ". – თქვა რაქვიაშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელთან ქართული ოცნებისა და ოპოზიციის შეხვედრა ორბელიანების სასახლეში იმართება.

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა ოპოზიციასთან იმ შეხვედრაში მიეღო მონაწილეობა, რომელზეც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მხარეები დღეს საღამოს მიიწვია.

"მე ყველა მხარეს მოვუწოდებ, რომ მოხდეს დეესკალაცია და გაერთიანდეს ძალები იმისთვის, რომ პოლიტიკური დიალოგი შედგეს და მე ყველას ვიწვევ, რომ დღეს საღამოს შევხვდეთ, დადგა დრო, რომ ფასილიტაციიდან გადავიდეთ მედიტაციაზე და შედგეს პოლიტიკური დიალოგი". – თქვა შარლ მიშელმა ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ.

მიშელი უკვე შეხვდა ოპოზიციის ლიდერებს. ის საქართველოს 2 მარტს დატოვებს. 

კომენტარები