შარლ მიშელის ვიზიტი

მიშელი: სასამართლო სისტემის პოლიტიზება დაუშვებელია, მოქალაქეები სისტემას უნდა ენდობოდნენ

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე ისაუბრა.

შარლ მიშელმა აღნიშნა, რომ  ქვეყანაში არსებული პოლარიზაცია და კრიზისი ქართველების რთულად მოპოვებულ და ახალგაზრდა დემოკრატიას უთხრის ძირს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ოპოზიცია და მთავრობა შეხვედრაზე მიიწვია.

პრესკონფერენციაზე მხარეებს შორის გამართულმა დიალოგმა მრავალი საკითხი უნდა მოიცვას, მათ შორის სასამართლო სისტემის რეფორმა.

"დამოუკიდებელი და ანგარიშვალდებული სასამართლო სისტემა მრავალი წლის მანძილზე იყო ჩვენი თანამშრომლობის ნაწილი. საქართველოს მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ სასამართლო სისტემის ნდობა, სასამართლო სისტემის ნებისმიერი სახით პოლიტიზირება მიუღებელია. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ზოგიერთი უტყუარი საქმე განხილული უნდა იყოს." – თქვა შარლ მიშელმა.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შარლ მიშელი შეხვდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ასევე ჩავიდა ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან. შარლ მიშელი საქართველოს ხვალ,  2 მარტს, დატოვებს.

კომენტარები