ვაქცინაცია

გაბუნია: კოვაქსი განმარტავს, რატომ მოხდა მისი განცხადების ასეთი ტიპის ინტერპრეტაცია

ძალიან უხერხულია იმაზე ლაპარაკი, თითქოს ჯანდაცვის სამინისტრო ვერ ავსებს აპლიკაციის ფორმას სწორად. ის, რაც წერია ინტერპრესნიუსის განცხადებაში, იკითხება ცალსახად ისე, რომ ქვეყანამ ვერ შეასრულა კრიტერიუმი, რომელიც დააყენა კოვაქსმა, რაც არ არის სწორი.

ქვეყანამ მიიღო დამატებითი მოთხოვნები ფაიზერისგან, ამას სჭირდება კიდევ დამატებითი მოლაპარაკება, სადაც დაზუსტდება ყველა პირობა და ამას ორმხრივად მოეწერება ხელი, როგორც კი გვექნება დაზუსტებული ხელშეკრულებები.

ყველაფერი არის მზაობაში იმისთვის, რომ საბოლოო შეთანხმება გვქონდეს ფაიზერისგან დასტურის მიღებისთანავე. კოვაქსი გააკეთებს განმარტებას, რატომ მოხდა ასეთი ტიპის ინტერპრეტაცია მისი განცხადების...

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია საგანგებო ბრიფინგზე პასუხობს კოვაქს პლატფორმის განმარტებას, რომელიც ინტერპრესნიუსმა გაავრცელა. კოვაქს პლატფორმის ცნობით, თებერვალში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა იმ ქვეყნებში გაიგზავნა, რომლებმაც მათ მიერ გათვალისწინებული კრიტერიუმები დააკმაყოფილეს. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ კოვაქსს "ნახევარი საათის წინ" მიმართა და განცხადების განმარტება მოსთხოვა.

კომენტარები