შარლ მიშელის ვიზიტი

ღარიბაშვილი: მიშელის ვიზიტი ცხადყოფს, რომ ჩვენი რეგიონი მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდა, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "ტვიტერზე" დაწერა.

"ძალიან მნიშვნელოვანი განხილვა შედგა შარლ მიშელთან. მისი ვიზიტი ცხადყოფს, რომ ჩვენი რეგიონი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია ევროკავშირისთვის. ბევრ საკითხზე გავამახვილეთ ყურადღება, მათ შორის ოკუპაციასა და გლობალური პანდემიაზე. საქართველო მადლიერია მხარდაჭერისთვის და აფასებს ამ თანამშრომლობას". – წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

შარლ მიშელი საქართველოში გუშინ, 28 თებერვალს ჩამოვიდა. ღარიბაშვილთან შეხვედრამდე, შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს  შეხვდა. ამას გარდა,  ვიზიტის ფარგლებში ის  შეხვდება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს.  

კომენტარები