შარლ მიშელის ვიზიტი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოშია

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი საქართველოში ჩამოვიდა. 

ხვალ, 1-ლ მარტს, შარლ მიშელი საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პარლამენტის თავმჯდომარეს, არჩილ თალაკვაძეს, პრემიერმისტრს, ირაკლი ღარიბაშვილსა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდება. ასევე, საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ის საოკუპაციო ხაზს მოინახულებს. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს 2 მარტს დატოვებს. 

ოფიციალური განცხადების მიხედვით, ორმხრივი ურთიერთობებისა და Covid-19-ის წინააღმდეგ საერთო ბრძოლის გარდა, ვიზიტის დღის წესრიგში ასევე მნიშვნელოვანი საკითხი იქნება აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალი.

კომენტარები