COVID-19-ზე ვაქცინაცია

103 ქვეყანაში COVID-19-ის ვაქცინის 239 მლნ დოზა გაკეთდა – დღეში, დაახლოებით, 7.09 მლნ ადამიანი იცრება

Reuters

Bloomberg-ის ინფორმაციით, ამჟამად მსოფლიოს 103 ქვეყანაში COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 239 მილიონი დოზა უკვე გაკეთდა. ბოლო მონაცემებით, დღეში საშუალოდ 7.09 მილიონი ადამიანი იკეთებს ვაქცინის ერთ დოზას.

გაკეთებული ვაქცინების რაოდენობით ლიდერობს ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც უკვე გაკეთდა ვაქცინის 72.5 მილიონი დოზა. მოსალოდნელია, რომ ვაქცინაციის მაჩვენებლები კიდევ უფრო გაიზრდება კომპანია Johnson&Johnson-ის მიერ წარმოებული ვაქცინის ავტორიზებით, რომელიც კომპანიას FDA-მ უკვე მიანიჭა. Johnson&Johnson-ს დიდი საწარმოო რესურსი აქვს. 

რაც შეეხება აცრილი მოსახლეობის წილს, ამ მაჩვენებლით მსოფლიოს უპირობო ლიდერი ისრაელია. აქ მოსახლეობის 51.7%-მა უკვე მიიღო ვაქცინის მინიმუმ პირველი დოზა, ხოლო 36.6%-მა ორივე დოზა.


საქართველოში ჯერ არცერთი წარმოების ვაქცინა არ შემოსულა. ქვეყანაში Pfizer-ის ვაქცინის 29 250 დოზა თებერვლის მეორე ნახევარში უნდა შემოსულიყო, თუმცა, "მომარაგების პრობლემის" გამო ჯერ მარტის შუა რიცხვებამდე, შემდეგ კი მარტის ბოლომდე გადაიდო. რაც შეეხება ასტრაზენეკას, ამირან გამყრელიძის თქმით, "თუ არ დაგვაღალატეს, რამდენიმე ასეული ათასი დოზა მარტში უნდა მივიღოთ".

აღსანიშნავია, რომ თვეებია, საქართველო Covax-პლატფორმის წევრია და მისგან 700 000 ადამიანის სამყოფი ვაქცინა აქვს ნაყიდი, თუმცა ჯერ არც ერთი დოზა არ მიუღია. ეპიდემიოლოგები ხშირად იმეორებენ, რომ "ცოტა მეტი გადავიხადეთ", რათა ქვეყანას ვაქცინის არჩევა შესძლებოდა.

კომენტარები