COVID-19-ზე ვაქცინაცია

ჯანდაცვის სამინისტრო: COVID-19-ის ვაქცინაზე ჯავშნის დასტურს 24 საათის განმავლობაში მიიღებთ

ჯანდაცვის სამინისტრომ კორონავირუსის ვაქცინაზე რეგისტრაციის მეთოდი შეცვალა და ამიერიდან, მოქალაქეები ჯავშნის დასტურის ტექსტურ შეტყობინებებს 24 საათის განმავლობაში მიიღებენ.

ამის შესახებ უწყებამ განცხადება გამოაქვეყნა და ხაზი გაუსვა იმასაც, რომ ვაქცინაციისთვის რეგისტრაციის ელექტრონული მოდული განახლდა.

"შეიცვალა COVID-19-ის ვაქცინაციაზე რეგისტრაციის მეთოდი და  წინასწარი ჯავშნების შესახებ საბოლოო დასტური მოქალაქეებს 24 საათის განმავლობაში, მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიუვათ", - წერს სამინისტრო.

დღეს, 23 ივლისს, ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ, მოქალაქეებს მიმართა თხოვნით, რომ Pfizer-ის მეორე დოზებზე რეგისტრაცია 24 ივლისის 12 საათამდე გაიარონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი თქმით, ისინი ავტომატურად დარეგისტრირდებიან იმავე კლინიკაში, სადაც პირველი დოზა მიიღეს.

"თუმცა, აქ, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაძლევთ მოქნილობას ჩვენს მოქალაქეებს და მათ ამ ჯავშნის მერე ექნებათ საშუალება, შეცვალონ მათთვის სასურველი თარიღი და კლინიკა უბრალოდ შედარებით მოგვიანებით", - თქვა ტიკარაძემ.

კომენტარები