COVID-19-ზე ვაქცინაცია

ლამარა აბჟანდაძე: ორჯერ გადამარჩინა აცრამ – ბავშვობაში ყვავილის აცრამ, ახლა ასტრაზენეკამ

უკვე 91 წლის ვხვდები. ჩემი სიცოცხლის ხანგრძლივობა შედეგია იმ სწორი ცხოვრებისა, რომელსაც მე ვეწეოდი დღემდე და ვეწევი ახლაც. ორჯერ გადავრჩი აცრით - ერთხელ ბავშვობაში ყვავილის აცრით და მეორედ ახლა, როცა ასტრაზენეკათი ერთ-ერთი პირველი ავიცერი. აქტიურ ცხოვრებას არ ვწყვეტ, ბევრს დავდივარ, ვმუშაობ, როგორც ფიზიკურად, ასევე გონებრივად. როცა ვისვენებ, ვუსმენ მუსიკას, ვტკბები ნახატებით, ზოგჯერ მათემატიკის რთულ ამოცანებსა და მაგალითებსაც  ვიხსენებ, ესეც სიამოვნებას მანიჭებს..

დიახ, აქტიური ცხოვრება ყველაზე კარგი წამალია. ასე რომ, იცხოვრეთ აქტიურად, აიცერით დროულად. უმორჩილესად გთხოვთ, მიიღეთ ჩემი - ხანდაზმული ქალის რჩევა, რომელსაც უდიდესი გამოცდილება აქვს.

წერს 90 წლის ბლოგერი, ლამარა აბჟანდაძე, Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

კომენტარები