The Washington Post-ის ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაცია გეგმავს, საჭიროდ გამოაცხადოს მესამე, ბუსტერ დოზით აცრა იმ ამერიკელთა უმეტესობისთვის, ვისაც ვაქცინის ორი დოზა უკვე მიღებული აქვს, მიზეზი კი COVID-19-ის დელტა ვარიანტთან გამკლავება და იმუნიტეტის გაუმჯობესებაა.
The Washington Post-ის ინფორმაციით, ბაიდენის ადმინისტრაციის ჯანმრთელობის ექსპერტები თვლიან, რომ მესამე დოზა ბოლო აცრიდან რვა თვის შემდეგ იქნება საჭირო.
გამოცემის მიხედვით, გადაწყვეტილებას ამ კვირაში გამოაცხადებენ.