კორონავირუსი საქართველოში

COVID-19-ით კიდევ 11 ადამიანი გარდაიცვალა, დადასტურდა 248 ახალი შემთხვევა, ჩატარდა 27 885 ტესტი

iStock [illustration]

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით კიდევ 14 ადამიანი გარდაიცვალა. ჩატარდა 34 933 ტესტი და დადასტურდა ინფიცირების 337 ახალი შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 320 ადამიანი.

ინფიცირების 248 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 129 შემთხვევა, აჭარა - 16, იმერეთი - 31, ქვემო ქართლი - 8, შიდა ქართლი - 14, გურია - 6, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 17, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი - 7, სამცხე-ჯავახეთი - 1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3. 

დღეისთვის ქვეყანაში ვირუსის 2 108 აქტიური შემთხვევაა. 265 მძიმე პაციენტია, აქედან 91 ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება. 

28 თებერვლის მონაცემებით, ქვეყანაში COVID-19-ით ინფიცირების 270 758 შემთხვევაა დადასტურებული. მათგან 265 114ადამიანი გამოჯანმრთელდა, 3 510 კი გარდაიცვალა. 


21:00 საათიდან დილის 05:00 საათამდე ქვეყანაში კომენდანტის საათი კვლავ მოქმედებს. 

საკოორდინატო საბჭოს გადაწყვეტილებით, 25 თებერვლიდან აღდგა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა და სასტუმროების მუშაობა სამთო კურორტებზე. 

27 თებერვლიდან შაბათ-კვირას საზოგადოებრივი ტრანსპორტი ამუშავდა. ასევე, საქართველოს რკინიგზამ განაახლა მუშაობა. 

კომენტარები