ეკონომიკა

S&P Global-მა საქართველოს საკრედიტო რეიტინგი BB დონეზე დატოვა

www.travelandleisure.com

სარეიტინგო კომპანია Fitch-ის შემდეგ, კიდევ ერთმა სარეიტინგო სააგენტო S&P Global-მა გამოაქვეყნა ანგარიში, რომლის მიხედვითაც, საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელ, BB დონეზე დატოვა.

S&P Global-ის მოლოდინით, 2021 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4% იქნება.

სააგენტოს მიერ განსაზღვრული ნეგატიური პერსპექტივა, ძირითადად, გამოწვეულია გლობალურად, ტურიზმის აღდგენის შედარებითბ ნელი პერსპექტივიდან გამომდინარე. S&P Global-ის შეფასებით, ტურიზმის აღდგენა მთელ მსოფლიოში და მათ შორის, საქართველოში, იმასთან შედარებით ნელი ტემპებით მოხდება, ვიდრე ამას დასაწყისში ელოდნენ.

ანგარიშში ქვეყანაში ბოლო დღეებში მიმდინარე პოლიტიკური არასტაბილურობაცაა ასახული და აღნიშნულია, რომ ამ პროცესმა, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ინვესტორების ნდობას და საშუალოვადიან პერსპექტივაში შეამციროს ინვესტიციების მოცულობა.

საკრედიტო რეიტინგი ქვეყნის საინვესტიციო რისკებს აღწერს. მაგალითად, თუ ქვეყნის რეიტინგი AA-ია, იგულისხმება, რომ ეკონომიკური და პოლიტიკური გარემო სტაბილურია და ამ ქვეყანაში ინვესტირება თითქმის ურისკოა. მეორე მხრივ, თუ ქვეყანას CC რეიტინგი აქვს, ინვესტორებისთვის ეს არასტაბილური გარემოს ინდიკატორია, სადაც ჩადებული ინვესტიციის დაცვის გარანტიები არ არსებობს. 

კომენტარები