ჩრდილოეთ კორეა

რუსი დიპლომატი ჩრდ. კორეიდან საკუთარი აწყობილი ვაგონით დაბრუნდა [VIDEO]

CNN

რუს დიპლომატს, ოჯახთან ერთად, ჩრდილოეთ კორეიდან რუსეთში დაბრუნება საკუთარი აწყობილი ვაგონით მოუწია. 

კოვიდ-19-ის გამო ჩრდილოეთ კორეამ აბსოლუტურად გაწყვიტა კავშირი გარე სამყაროსთან. ჩრდილოეთ კორეამ დიპლომატის წასაყვანად ქვეყანაში არცერთი სახის ტრანსპორტი არ შეუშვა. 

დიპლომატი საზღვრამდე მატარებლითა და ავტობუსით მივიდა. შემდეგ რუსეთისა და ჩრდილოეთ კორეის საზღვრის გამყოფ მდინარე ტუმენზე რკინიგზის გავლა საკუთარი აწყობილი ურიკით - დრეზინით მოუწია. 

ჩრდილოეთ კორეაში მცირე რაოდენობით მყოფ დიპლომატებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება კიმ ჩენ ინის მიერ გატარებული არასტაბილური სასაზღვრო პოლიტიკის გამო უწევთ. ბევრ მათგანს ჩრდილოეთ კორეაში ჩაკეტვის შიში აქვს.

კომენტარები