ნიკა მელიას დაკავება

ილაი ლეიკი: საქართველო ბაიდენის საგარეო პოლიტიკის პირველი კრიზისია

REUTERS

Bloomberg-ის ავტორმა, ილაი ლეიკმა, 25 თებერვალს გამოაქვეყნა სტატია "საქართველო ბაიდენის საგარეო პოლიტიკის პირველი კრიზისია", სადაც ავტორი ნიკა მელიას დაკავებას, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისსა და აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან საპასუხო რეაგირების საჭიროებაზე წერს. სტატიას უცვლელად გთავაზობთ: 

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ისეთი საგარეო პოლიტიკის პირობა დადო, რომელიც ამერიკის ძალას მის ღირებულებებს შეუსაბამებს. ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში საქართველოს კრიზისი ადმინისტრაციის პირველი ტესტია ამ პრინციპზე და ჯე-ჯერობით, ის ფლავდება.

ხანგრძლივად მდუღარე დაძაბულობამ მმართველ პარტია  ქართულ ოცნებასა და ოპოზიციური პარტიების კოალიციას შორის სამშაბათს ამოხეთქა, როდესაც მაღალჩინოსნებმა დააკავეს უმსხვილესი ოპოზიციური ფრაქციის ლიდერი, ნიკა მელია. ასობით პოლიციის ოფიცრის მიერ თბილისში პარტიის ოფისის დარბევა იყო ძალის ჩვენება. 

ეს დაკავება იყო პირდაპირი პროვოკაცია. მელიას ბრალი წარუდგინეს 2019 წელს არეულობის ორგანიზებისთვის, როდესაც მან მონაწილეობა მიიღო თბილისში სამოქალაქო დემონსტრაციებში. გაცილებით მეტი მომიტინგე დაშავდა იმ დღეს უშიშროების ძალების გადამეტებული მოქმედების გამო. ჯერჯერობით უშიშროების ძალების არცერთი წევრისთვის ან მათთვის, ვინც შეკრებილების დაშლის ბრძანება გასცა, ბრალი არ წაუყენებიათ. იმდენად საკამათო იყო მელიას დაპატიმრება, რომ გასულ კვირას ქართული ოცნების პრემიერმინისტრი გადადგა მელიას მომავალი დაპატიმრების გამო და თქვა, რომ ეს "საფრთხეში ჩააგდებს საქართველოს დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარების მომავალს".

ასეთი კრიზისი აშშ-სგან მკაცრ სიტყვებსაც მოითხოვს და მმართველი მთავრობის დასჯის გეგმასაც. საქართველო არ არის სრულიად უიმედო მდგომარეობაში. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელ წლებში მან დემოკრატიისგან უკან დაიხია, ქვეყანას კვლავ ჰყავს ძლიერი ოპოზიცია და მეტწილად თავისუფალი მედია.

ბაიდენის ადმინისტრაციას აქვს ბერკეტი, რადგან აშშ აგრძელებს საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დახმარების მიწოდებას. 2010 წლიდან 2019 წლამდე აშშ-ს არასამხედრო დახმარება საქართველოსთვის წლიურად, დაახლოებით, 64 მილიონ აშშ დოლარს შეადგენდა. ამავე პერიოდში, აშშ-მ საქარველოს სამხედრო დახმარების სახით 265 მილიონი აშშ დოლარი მიაწოდა. 

სახელმწიფო დეპარტამენტის თავდაპირველი პასუხი ნელთბილი იყო. სამშაბათს სპიკერმა ნედ პრაისმა დაგმო მელიას დაპატიმრება, მაგრამ შემდეგ თქვა: "ჩვენ კვლავ მოვუწოდებთ ყველა მხარეს თავი შეიკავონ და თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება ან რიტორიკა, რამაც შეიძლება დაძაბულობის ესკალაცია ან ძალადობა გამოიწვიოს".

ეს სახიფათო გზავნილია, რომ ორივე მხარე პასუხისმგებელია მიმდინარე კრიზისზე. ეს უბრალოდ სიმართლეს არ შეესაბამება. საქართველოს ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ ახალ პარლამენტში შესვლაზე, რადგან ჯერ კიდევ არსებობს სერიოზული კითხვები ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით. ამასობაში, გასულ მარტში მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, მთავრობამ ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ ახალი პოლიტიზებული საქმეები გახსნა.

უფრო მცირე ოპოზიციური პარტიის, ევროპული საქართველოს ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მითხრა, რომ შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ მხარი უნდა დაუჭირონ ოპოზიციის მოწოდებებს ახალი არჩევნების ჩატარების შესახებ და მათ მკაცრი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ მთავრობისადმი მარტიდან პოლიტიზებული დევნის შესახებ ადრეული შეთანხმების დარღვევის გამო.

აშშ-ს თავდაპირველი რეაგირების კიდევ ერთი პრობლემაა ის, რომ პასუხისმგებლობას ვერ აკისრებს საქართველოს მმართველი პარტიის დამფუძნებელსა და მის უმდიდრეს მოქალაქეს, ბიძინა ივანიშვილსშექმნილ კრიზისში მისი როლის გამო. თუ ევროპა და აშშ კმაყოფილი იქნებიან მელიას ციხიდან გათავისუფლებით, მაგრამ ოქტომბრის არჩევნების დარღვევების გამო არაფერი თქვეს, მაშინ რეჟიმს არსებითად ექნება სტიმული, რომ მეტი მძევალი აიყვანოს.

შეერთებულმა შტატებმა, სულ მცირე, უნდა დაიწყოს ივანიშვილის საზღვარგარეთ არსებული მნიშვნელოვანი ქონების აღრიცხვის პროცესი. მიუხედავად იმისა, რომ გასულ თვეში ივანიშვილმა დააანონსა, რომ იგი გადადგებოდა პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტიდან, დამკვირვებელთა უმეტესობა მაინც თვლის, რომ ის სიტუაციას კვლავ აკონტროლებს. თუ ის დანამდვილებით შიშობს, რომ აშშ-ს მთავრობამ შეიძლება გაართულოს მისი ქონების მართვა, მან შეიძლება გადააფასოს მისი პოლიტიკური ოპოზიციის მოსპობის სტრატეგია.

ეს იყო ნაბიჯი, რაც ბაიდენის წინამორბედს არასდროს გადაუდგამს საქართველოში. თუ ბაიდენს სურს, შეასრულოს დაპირება, რომ ამერიკა გლობალურ ლიდერად დაბრუნდა, ის საქართველოს დემოკრატიული სულისთვის ბრძოლაში ნეიტრალური ვერ იქნება.

კომენტარები