ვახო სანაიაზე თავდასხმა

ბოჭორიშვილი: ქართულ ტელესივრცეს ბევრი წელია მინიმალურად ვადევნებ თვალს და ყურს

მათთვის, ვინც ვერ გაიგო: ჟურნალისტზე თავდასხმა არის გაუმართლებელი და უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც ეს ჩაიდინა! ვისურვებდი, რომ მსგავსი ძალადობრივი ქმედებები არ ხდებოდეს ჩვენს ქვეყანაში! სიძულვილის ენა არის ასევე მიუღებელი ჩემთვის, საიდანაც არ უნდა ისმოდეს ის, მათ შორის ტელევიზიიდან!

სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ ქართულ ტელესივრცეს ძალიან ბევრი წელია, მინიმალურად ვადევნებ თვალს და ყურს. ინფორმაციის მიღების სხვა საშუალებებს ვირჩევ. იმედია, ამის უფლება ჯერ კიდევ მაქვს!

განსხვავებულ აზრს და კრიტიკას პატივს ვცემ და არ მაშინებს! არც განსხვავებული აზრის მქონე მეგობრებთან ვწყვეტ ურთიერთობას! კრიტიკა და სიძულვილის ენა სხვადასხვა რამ არის!სიძულვილის ენის დაგმობა არ შეიძლება იყოს ძალადობის წახალისება - ლოგიკაში არ ჯდება!

წერს ქართული ოცნების დეპუტატი მაკა ბოჭორიშვილი მას შემდეგ, რაც მის კომენტარს ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით კრიტიკა მოჰყვა. "არც ჟურნალისტების მხრიდან გვაკლია სიძულვილის ენა" - თქვა ბოჭორიშვილმა ვახო სანაიაზე თავდასხმასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.

კომენტარები