კორონავირუსი

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა ოფიციალურმა რაოდენობამ 2.5 მილიონს გადააჭარბა

AFP - Getty Images

მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 2.5 მილიონს გადააჭარბა. 24 თებერვლის მონაცემებით, Covid 19-ით დაღუპულთა ოფიციალური რიცხვი 2 501 865-ია. ბოლო თვენახევარში კორონავირუსით ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა.

რაოდენობრივად ყველაზე მეტი გარდაცვლილი კვლავ ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს (515 716 ადამიანი), ხოლო მილიონ მოსახლეზე დათვლით - გიბრალტარს და სან-მარინოს.

ჯამში, კორონავირუსი მსოფლიოში 112 914 830 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 88 483 138 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.

ამ დროისთვის Covid 19-ის 21 929 827 აქტიური შემთხვევაა. აქედან 0.4%-ის, 92 067 პაციენტის მდგომარეობა მძიმე ან კრიტიკულია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მეექვსე კვირაა, რაც მსოფლიოში იკლებს კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა. გარდა ამისა, მესამე კვირაა, მცირდება ყოველდღიურად გარდაცვლილთა რიცხვი.

კომენტარები