მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა. 15 იანვრის ოფიციალური მონაცემებით, Covid 19-ით დაღუპულთა ოფიციალური რიცხვი 2 010 343-ია.
რაოდენობრივად ყველაზე მეტი გარდაცვლილი ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს (398 979 ადამიანი), ხოლო მილიონ მოსახლეზე დათვლით - სან-მარინოს და ბელგიას.
ჯამში, კორონავირუსი მსოფლიოში 93 923 978 ადამიანს დაუდასტურდა. აქედან 67 032 461 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.
ამ დროისთვის Covid 19-ის 24 881 174 აქტიური შემთხვევაა. აქედან 0.4%-ის, 111 918 პაციენტის მდგომარეობა მძიმე ან კრიტიკულია.


!["შეაღწიეს მარკეტში, პროდუქციის მოპარვასა შეეცადნენ" – თბილისში 2 პირი დააკავეს [VIDEO]](https://api.tabula.ge/files/styles/news_thumb_md/public/photos/2026/07/vhg.png.jpg?itok=1F6sryRI)


