ისრაელი ყოველთვის იყო და იქნება საქართველოს ერთგული და მტკიცე მოკავშირე. საერთაშორისო საზოგადოების მსგავსად, ისრაელიც იმედოვნებს, რომ არსებული კრიზისი მოგვარდება მშვიდობიანი მოლაპარაკებების გზით. ჩვენ არ შეგვიძლია რომელიმე მხარის არჩევა ან საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევა. თუმცა, საქართველოს ამჟამინდელი მდგომარეობა ძალიან ართულებს ისრაელიდან ინვესტორების მოზიდვას. მეწარმეები ყოველთვის ითვალისწინებენ, რამდენად არის სახელმწიფოში ა) დამოუკიდებელი სასამართლო ბ) პროგნოზირებადი ეკონომიკა. გასული ოქტომბრიდან მოყოლებული, არსებული კრიზისი, რომელიც დაკავშირებული იყო პრემიერმინისტრი გახარიას გადადგომასა და გუშინდელ მოვლენებთან, არ არის ხელსაყრელი უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად. ჩვენ გვჯერა, რომ აღნიშნული პარტიები დროულად გაუმკლავდებიან გამოწვევას საქართველოს ინტერესების დასაცავად. ისრაელი გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას და შეძლებისდაგვარად დახმარებას.
tbl.ge/5frp
დაკოპირდა
განაცხადა ისრაელის ელჩმა საქართველოში, რან გიდორმა ტაბულასთან ინტერვიუში
ამავე თემაზე
- მელია: კომპრომისი არ უნდა იყოს პატიმარზე, გირაოს გადახდა გამორიცხულია
- კობახიძე მელიას დაკავებაზე: იმართებოდა სასამართლო პროცესი, რა თქმა უნდა, ვიმსჯელებდით
- თალაკვაძე კობახიძეზე: მოსამართლის ნაცვლად მიიღო გადაწყვეტილება? ასე გადათარგმნეთ?
- "გახარია მელიას აყვანის მომხრე 17:00 სთ-მდე იყო" – გადაწყვეტილება 22:00-ზე გამოცხადდა
- წულუკიანი მელიაზე: ციხეზე არ გადის პოლიტიკური კარიერა