ნიკა მელიას დაკავება

სამხარაძე მელიაზე: საერთაშორისო გამოხმაურებები საკმაოდ მოზომილი და რბილია

[ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის ნიკა მელიას დაპატიმრებაზე] საერთაშორისო გამოხმაურებები საკმაოდ მოზომილი და რბილია...

...ოპოზიციური პარტიების ლიდერები სხვა განვითარებულ ქვეყნებში ისე არ იქცევიან, როგორც სართველოში, ამიტომ, ეს კრიტიკა მოსალოდნელი იყო და ნაწილობრივ ჩვენთვის მისაღებიც კი შეიძლება იყოს, თუმცა ეს კრიტიკა მომავალში რომ არ იყოს, ოპოზიციური პარტიების ლიდერები ასე რომ არ იქცეოდნენ, ასე უხეშად და თავხედურად რომ არ იწვევდნენ კანონს, საზოგადოებას და სახელმწიფოს, ამისთვის საჭიროა დიალოგი, კონსტრუქციულობა და ამომრჩევლის ნების გათვალისწინება...

თქვა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით, ქართული ოცნების დეპუტატმა, საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ. ნიკა მელიას დაკავებას საერთაშორისო საზოგადოების მკვეთრი კრიტიკა მოჰყვა. მათი შეფასებები წაიკითხეთ აქ.

კომენტარები