ნიკა მელიას დაკავება

ევროპარლამენტარები: კრიზისი აჩენს ასოცირების შეთანხმების რეფორმებისგან გადახვევის რისკს

ევროპარლამენტარები პეტრას აუსტერვიჩუსი, ანდრიუს კუბილიუსი, მარკეტა გრეგოროვავიტოლდ იან ვაშჩიკოვსკი, ხავიერ ნარტი და ვიოლა ფონ კარმონი საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან და ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს საქართველოში ვიზიტამდე წერილით მიმართავენ:

"თქვენი უკიდურესად დროული ვიზიტის მოახლოებასთან ერთად, ჩვენ, ამ წერილის ხელმომწერი ევროპარლამენტარები, გწერთ, რათა გამოვხატოთ ჩვენი შეშფოთება ევროკავშირის ასოცირებულ აღმოსავლელ პარტნიორ [ქვეყანაში] სწრაფად გაუარესებულ პოლიტიკურ სიტუაციასთან დაკავშირებით.

როგორც 2020 წლის 16 სექტემბრის საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების იმპლემენტირების ევროპარლამენტის რეზოლუციაში წერია, 2020 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს უნდა განემტკიცებინა საქართველოს დემოკრატიული ვალდებულებები. ნაცვლად ამისა, არჩეული დეპუტატების ერთი მესამედი უარს ამბობს პარლამენტში შესვლაზე და არჩევნების გაყალბებაზე საუბრობს. ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ (ISFED) აჩვენა 8 პროცენტიანი გადაცდომა საარჩევნო ოლქების პროტოკოლებში, ისევე როგორც სხვა საარჩევნო ხარვეზები. 23 თებერვალს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას, დახურულ სივრცეში გაზის გამოყენებით დაპატიმრების შემდეგ დაძაბულობამ მმართველ ქართული ოცნების პარტიასა და ოპოზიციას შორის უკიდურესად სახიფათო დონეს მიაღწია.

ევროკავშირი ვერ უგულვებელყოფს არსებულ მდგომარეობას, როცა ძალის გამოყენება, რევანშიზმი და ბალანსი შესაძლებლობის ზღვარზე დომინანტურ ტრენდებად იქცა. პოლიტიკური პოლარიზაცია და დაძაბულობა საფრთხეს უქმნის საზოგადოებისა და სახელმწიფოს სტაბილურობას. გარდა ამისა, პოლიტიკური კრიზისი აჩენს რისკს, რომ საქართველო გადაუხვევს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში რეფორმების გზიდან.

დაჟინებით მოგიწოდებთ, გამოიყენოთ თქვენი ვიზიტი საქართველო პოლიტიკური ძალების წასახალისებლად, რათა ეძიონ პარტიებს შორის დიალოგის დაუყოვნებლივი განახლების გზები, რომელიც უნდა დასრულდეს ურთიერთგაგების კონკრეტული მემორანდუმით, რომელიც ყურადღებას გაამახვილებს თანამშრომლობითი და ინკლუზიური პოლიტიკური გარემოს შექმნაზე საქართველოში. ვნება და სისწრაფე, რომლითაც ქართული პოლიტიკური ელიტა ხელახლა ჩაერთვება პარტიათა შორის დიალოგში, აისახება მათ განზრახვაზე, რომ ნამდვილობა მიანიჭონ საქართველოს გაცხადებულ ევროპულ მისწრაფებებს. ჩვენ გვჯერა, რომ ამ პროცესში ქართულ სამოქალაქო საზოგადოებას შეუძლია, ჰქონდეს მნიშვნელოვანი პოზიტიური გავლენა. ამრიგად, ჩვენ მოგიწოდებთ, რომ ისინიც აქტიურად ჩართოთ თქვენი ვიზიტის ფარგლებში.

ჩვენ თქვენი იმედი გვაქვს, რომ გადასცემთ ამ გზავნილს ჩვენს პარტნიორებს და დაარწმუნებთ მათ ევროკავშირის უდრეკ მხარდაჭერაში, ქართველი ხალხის უსაფრთხო და კეთილდღეობით სავსე მომავლისთვის. ჩვენი უფლებამოსილებების ფარგლებში, ჩვენ მზად ვართ, რომ კიდევ უფრო შევუწყოთ ხელი მედიაციის ძალისხმევას, რომელსაც აქამდეც დაუღალავად ახორციელებს ევროპის კავშირის დელეგაცია საქართველოში და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლები."

კომენტარები