ნიკა მელიას დაკავება

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: შეშფოთებით ვაკვირდები ბოლო მოვლენებს თბილისში

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ან ლინდე

შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეუთოს თავჯდომარე საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა.

"შეშფოთებით ვაკვირდები ბოლო მოვლენებს თბილისში. როგორც ეუთოს თავჯდომარე, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა მხარეს მდგომარეობის დაუყოვნებლივი ესკალაციისკენ, დიალოგის განახლებისკენ და ეუთოს ვალდებულებების სრული პატივისცემით მოქმედებისკენ, რათა დაცული იყოს ის პროგრესი, რომელსაც ქვეყანამ მიაღწია". – წერს ლინდე Twitter-ზე.


შინაგან საქმეთა სამინისტროს საპოლიციო ძალები ენმ-ის ოფისში 23 თებერვლის დილას შევიდნენ და ნიკა მელია დააკავეს. ადგილზე მყოფი ადამიანების თქმით, ენმ-ის თავმჯდომარის ოთახში შეჭრილმა სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გაუშვეს.

კომენტარები