ნიკა მელიას დაკავება იყო სიმბოლური აქტი, რომელიც მოდის აი, ამ შენობიდან [მთავრობის კანცელარიიდან], ბოლშევიკებიდან, რომელებმაც გადაწყვიტეს, რომ ეს ქვეყანა მათ დაისაკუთრონ. გადაწყვიტეს, რომ ნიკას ციხეში გამოკეტვით ან რომელიმე ჩვენგანის ციხეში გამოკეტვით საბოლოოდ წაგვართმევენ თავისუფლებას...
დაჭერა არ არის ტრაგედია, განსაკუთრებით ისეთი ადამიანებისთვის, როგორიც არის ნიკა. ციხე, რა თქმა უნდა, არ არის განაჩენი თავისუფლებისთვის. ციხე და ის სიმხდალე, რომელიც მათ გამოიჩინეს, იარაღის ჟღარუნით, მხუთავი გაზით, რომელიც პატარა ოთახებში გაუშვეს, ცუდად გახდნენ ადამიანები. ფანჯრიდან მოვუწოდებდით ჩვენს მეგობრებს, რომ სასწრაფო მოსულიყო. მაგრამ, ყველაზე მნიშვნელოვანი არის ერთი რამ, ღირსებას, თავისუფლებას, ვერავინ წაგვართმევს!
ჩვენ, დღეიდან, ჩვენს მეგობრებთან, პატრიოტულ ხალხთან ერთად ვიწყებთ განმათავისუფლებელ მოძრაობას. აღარ არის პარტიული ზღვარის, განსხვავებების დრო. როდესაც უსამართლობა კარებზე გვიკაკუნებს, ჩვენ ის მოუსავლეთში უნდა გავუშვათ...