ნიკა მელიას დაკავება

ლინკევიჩუსი: საქართველომ ბევრს მიაღწია, ამის წყალში გადაყრა უპასუხისმგებლობა იქნება

Tomas Vinickas / DELFI

ლიტვის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩუსი ნიკა მელიას დაკავებას საკუთარ Twitter-ზე გამოეხმაურა:

"შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული დაძაბულობით. ჩვენმა მეგობრებმა ბევრ მიაღწიეს: ლიდერები არიან ასოცირების შეთანხმების და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების იმპლემენტაციაში, NATO-ს ყველაზე აქტიური პარტნიორები არიან. უპასუხისმგებლობა იქნება ამ ყველაფრის წყალში გადაყრა. ყველა ლიდერმა უნდა გამოიჩინოს თავშეკავება და პირველ რიგში სახელმწიფო ინტერესებით იმოქმედოს". – წერს ლინკევიჩუსი.

 შსს-ს საპოლიციო ძალები ენმ-ის ოფისში 23 თებერვლის დილას შევიდნენ და ნიკა მელია დააკავეს. ადგილზე მყოფი ადამიანების თქმით, ენმ-ის თავმჯდომარის ოთახში შეჭრილმა სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გაუშვეს.

კომენტარები