ნიკა მელიას დაკავება

ესტონელი პარლამენტარი: საქართველოში დემოკრატიისთვის ეს კრიტიკული მომენტია, შეშფოთებული ვარ

ესტონეთის პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი, ნიკა მელიას დაკავებას ეხმაურება.

"ღრმად შეშფოთებული [ვარ] საქართველოში განვითარებული მოვლენების გამო. ოპოზიციის ოფისებზე შტურმი და ოპოზიციის ლიდერების დაპატიმრება შეუსაბამოა იმ მისწრაფებებთან, რომელიც საქართველოს მთავრობის მტკიცებით, მათ აქვთ. საქართველოში დემოკრატიისთვის ეს კრიტიკული მომენტია". – წერს ესტონეთის პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი.

კომენტარები