ნიკა მელიას დაკავება

ლატვიის საგარეო მინისტრი: ყურადღებით ვადევნებ თვალს მოვლენებს თბილისში

რადიო თავისუფლება

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ედგარ რინკევიჩი ენმ-ის ოფისში სამართალდამცველების შეჭრასა და ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა:

"ყურადღებით ვადევნებ თვალს მოვლენებს თბილისში, საქართველოში. მოვუწოდებ მთავრობას და ოპოზიციას, გამოიჩინონ თავშეკავება, მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის გადასაჭრელად ჩაერთონ პოლიტიკურ დიალოგში". – წერს რინკევიჩი Twitter-ზე.

კომენტარები