ნიკა მელიას დაკავება

დიდი ბრიტანეთის ელჩი: შოკირებული ვარ ენმ-ის ოფისთან დღეს დილით განვითარებული მოვლენებით

დიდი ბრიტანეთის საელჩო

დიდი ბრიტანეთის ელჩი საქართველოში, მარკ კლეიტონი ენმ-ის სათავო ოფისში სამართალდამცველების შეჭრას და ნიკა მელიას დაკავებას გამოეხმაურა:

"შოკირებული ვარ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისთან დღეს დილით განვითარებული მოვლენებით. საქართველოს ძალადობისა და ქაოსის სცენები თბილისში ყველაზე ნაკლებად სჭირდება. მოვუწოდებ ყველა მხარეს, იმოქმედონ თავშეკავებულად, ახლა და მომდევნო დღეებში". – წერს ელჩი Twitter-ზე.

კომენტარები