ნიკა მელიას საქმე

ბოკერია ღარიბაშვილზე: ამ საოცარმა ბრიყვმა ლიტვაზე იხმარა ტერმინი ენმ-ის მეგობარი ქვეყანაო

ტაბულა

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია პრემიერმინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებს ეხმაურება და ამბობს, რომ ლიტვის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მეგობრად მოხსენიება კატასტროფული საერთაშორისო გზავნილია. 

"ამ საოცარმა ბრიყვმა და ეროვნული ინტერესების მავნებელმა [ირაკლი ღარიბაშვილმა], იხმარა ტერმინი პარტიის მეგობარი ქვეყანა, ლიტვაზე ნაციონალური მოძრაობის მეგობარი ქვეყანაო. მსგავსი მავნებლობა და სისულელე ივანიშვილის რეჟიმის პირობებშიც კი არ მომისმენია. ამაზე მეტი კატასტროფა საერთაშორისო გზავნილის თვალსაზრისით მეტი რას უნდა უწოდო, არ ვიცი". – თქვა ბოკერიამ

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატი, ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტში გამოსვლის დროს ლიტვის სეიმის საგარეო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებებს გამოეხმაურა.

"რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელი და აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ნაცმოძრაობასთან პირდაპირ დაკავშირებული ერთ-ერთი ქვეყნის, განსაკუთრებულად მეგობარი ქვეყნის პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის ასეთი განცხადებები არის ყოვლად მიუღებელი, ბუნებრივია". – თქვა ღარიბაშილმა.

ჟიგიმანტას პავილიონისმა ვიზიტისას თქვა, რომ თუ ხელისუფლება ოპოზიციის ლიდერს დააპატიმრებს, ამას რეაგირება მოჰყვება, რადგან "ისინი ვერასდროს გაასაღებენ ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრებას ნორმალურ დასავლეთში".

პავილიონისმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენსაც მიმართა, რომ ყურადღება გაამახვილოს ენმ-ს ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ ჩადენილ შესაძლო ქმედებებსა და აგრესიულ ტონზე.

კომენტარები