ნიკა მელიას საქმე

ბოკერია მთავრობაზე: იგივე შეფასებები აქვთ სენატორებსა და სახ. დეპ-ზე, რაც პავილიონისზე?

გიგა ბოკერია
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებებს ეხმაურება ლიტვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებებზე, რომელიც 3-დღიანი ვიზიტით თბილისში იმყოფებოდა და ოპოზიციის წარმომადგენლებსაც შეხვდა. 

გიგა ბოკერიას თქმით, აინტერესებს მმართველ გუნდს იგივე შეფასებები აქვს თუ არა აშშ-ს სენატორების, რიშისა და შაჰინის, და სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებებზე. 

"დღეს ჟიგიმანტას პავილიონისის​ მიუძღვნეს კასკადი იმ განცხადების გამო, რაც მან გააკეთა, როგორც მეგობარმა ამ ქვეყნის, რომელიც გულწრფელად შეწუხებულია იმით, რაც ხდება ქვეყანაში.

სენატის საგარეო კომიტეტის ორმა საკვანძო ფიგურამ საქართველოს საკითხზე, სენატორებმა რიშმა და შაჰინმა, ხოლო შემდეგ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა იგივე სულისკვეთების შეშფოთება გამოხატა ოდნავ განსხვავებული სიტყვებით და რაღაცაში უფრო მკაცრიც კი. ძალიან მაინტერესებს, იგივე შეფასებები აქვთ სენატის საგარეო კომიტეტის ყოფილ თავმჯდომარეზე, ახლა მოადგილეზე და საქართველოს ჯგუფის ხელმძღვანელებზე როგორც დემოკრატზე, ისე რესპუბლიკელზე, იგივე შეფასება აქვთ აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის კომენტარზე?" – თქვა ბოკერიამ.

თუ ჩათვალეს, რომ ლიტვა პატარა ქვეყანაა და ამიტომ შეიძლება ამაზე თქმა? ვერ ხვდებიან რა გზავნილია ეს საქართველოს ინტერესებისთვის, არა პარტიისთვის". – თქვა ბოკერიამ.

საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატი, ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტში გამოსვლის დროს ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებებს გამოეხმაურა.

"რა თქმა უნდა, ყოვლად მიუღებელი და აღმაშფოთებელია ის ფაქტი, რომ ნაცმოძრაობასთან პირდაპირ დაკავშირებული ერთ-ერთი ქვეყნის, განსაკუთრებულად მეგობარი ქვეყნის პარლამენტის ერთ-ერთი კომიტეტის თავმჯდომარის ასეთი განცხადებები არის ყოვლად მიუღებელი, ბუნებრივია". – თქვა ღარიბაშილმა.

ღარიბაშვილის განცხადებას, რომ მისთვის, გუნდისა და მთავრობისთვის ჟიგიმანტას პავილიონისის განცხადებები არაფერს ნიშნავს, ქართული ოცნების დეპუტატები ტაშით შეეგებნენ.

ჟიგიმანტას პავილიონისმა ვიზიტისას თქვა, რომ თუ ხელისუფლება ოპოზიციის ლიდერს დააპატიმრებს, ამას რეაგირება მოჰყვება, რადგან "ისინი ვერასდროს გაასაღებენ ოპოზიციის ლიდერის დაპატიმრებას ნორმალურ დასავლეთში".

პავილიონისმა აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენსაც მიმართა, რომ ყურადღება გაამახვილოს ენმ-ს ლიდერის, ნიკა მელიას მიმართ ჩადენილ შესაძლო ქმედებებსა და აგრესიულ ტონზე.

კომენტარები